eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტებს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო სტაჟირებას სთავაზობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო სტაჟირებას სთავაზობს. საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამის - „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები თსუ სტუდენტებს შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია გააცნეს.


პროექტის მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.
 

პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტები.

 

 

 

თარიღი: 16/02/2023